რეპერმა დრეიკმა ფინალში არგენტინის მოგებაზე 1.5-მილიონიანი ფსონი განათავსა #1TVSPORT
ცნობილმა რეპ-შემსრულებელმა დრეიკმა ფსონი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე.
დრეიკმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა სქრინშოტი, რომლითაც ირკვევა, რომ მან 1.5 მილიონი დოლარი დადო ძირითად დროში არგენტინის ნაკრების მოგებაზე.
თუ პროგნოზი სწორი აღმოჩნდება, დრეიკი 5 175 000 დოლარის მოგებას შეძლებს.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში დრეიკი მილიონ დოლარს ჩავიდა არგენტინის მოგებაზე საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ ფსონი წააგო იმის გამო, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.