ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ღია პირველობის ფინალშია #1TVSPORT
სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (66 კგ) ნახევარდინალში ხორვატი კლაჩარი 15 წამში იპონით დაამარცხა და ფინალში გერმანელ პატრიკ ვაიზერს შეხვდება.
თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ) რეპეშაჟში ხორვატი რობერტ კლაჩარი დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის სერბ ფილიპ იოვანოვიჩს შეხვდება.
შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები ოთხი ძიუდოისტით გამოდის. 19 ივლისს შეჯიბრებაზე ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) იჭიდავებენ.