რეპერმა Dr.Dre-მ დაასახელა სპორტის სახეობა, რომელშიც ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე სურს გამოსვლა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ამერიკელმა რეპერმა, Dr.Dre-მ, რომელმაც პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, მოულოდნელი განცხადება გააკეთა. 59 წლის მუსიკოსმა განაცხადა, რომ აპირებს სპორტსმენის რანგში მიიღოს მონაწილეობა 2028 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.
„მინდა, ვცადო მონაწილეობა 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სპორტის რომელ სახეობაში? მშვილდოსნობა! აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ.
სინამდვილეში, მშვილდოსნობით უმცროს კლასებში ვიყავი დაკავებული. რაღაც მომენტში გავჩერდი, მაგრამ ჩემმა ვაჟმა მიყიდა აღჭურვილობა, რომელიც სახლის უკანა ეზოში დავაყენე. როგორც გავიგე, ოლიმპიადაზე 77 ფუტის მანძილზე ეჯიბრებიან ერთმანეთს. მე 90 ფუტიდან ვისვრი. ეს ხომ საინტერესოა?“ – განაცხადა რეპერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე, მშვილდოსნობის გუნდურ ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.