რენე ვან დე კერხოფი - „აიაქსი“ სპორტულმა დირექტორმა გაანადგურა #1TVSPORT
რენე ვან დე კერხოფი - „აიაქსი“ სპორტულმა დირექტორმა გაანადგურა #1TVSPORT

რენე ვან დე კერხოფმა კომენტარი გააკეთა „აიაქსის“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, სავალალო მდგომარეობაზე. ამსტერდამული გრანდი ნიდერლანდების ჩემპიონატში ამჟამად მე-16 პოზიციაზეა.

რენე ვან დე კერხოფის თქმით, ამსტერდამელებმა 100 მილიონი ევრო ტრანსფერებში არასწორად დახარჯეს. მთავარ დამნაშავედ კი „აიაქსის“ ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი დაასახელა, რომელიც სეზონის დაწყებისთანავე გაათავისუფლეს.

„ბოლო ტურში, „აიაქსის“ „ალკმაართან“ მარცხის შემდეგ ჩემს ძველ მეგობარს, უგო ჰოვენკამპს („ალკმაარის“ ლეგენდა) ვესაუბრე. მან იხუმრა, რომ სვენ მისლინტატის ძეგლი უნდა დადგან, რადგან ამ კაცმა „აიაქსი“ გაანადგურა. დრო იქნება საჭირო ამსტერდამელთა ტოპდონეზე დასაბრუნებლად.

სიგიჟეა, როგორ შეძლო ასეთ მოკლე დროში სპორტულმა დირექტორმა გუნდის არევა. შემდეგი მატჩი „უტრეხტთან“ იქნება ბიძგი გავარდნისკენ. ეს იქნება თამაში, რომელიც კრიზისს კიდევ უფრო გამოაჩენს“, – განაცხადა რენე ვან დე კერხოფმა.

სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძის კარიერა დიდი საფრთხის წინაშე დადგა „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ, რადგან მისი ტრანსფერი სპორტული დირექტორის, სვენ მისლინტატის ინიციატივა იყო. ახლა კი მასთან კავშირის გამო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელიც ზეწოლისა და კრიტიკის ობიექტი გახდა.

რენე და მისი ტყუპი ძმა ვილი იყვნენ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებმაც ორჯერ ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1974 და 1978 წლებში.

სანაკრებო კარიერის განმავლობაში რენემ თავისი ქვეყნის შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ასევე იყო 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და უეფა-ს თასის მფლობელი (1978). გახლდათ ოქროს ბურთის ნომინანტი (1978, 1979), ხოლო ფიფა-მ მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.