ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა ტურინის „იუვენტუსთან“, – წერს გაზეთი „გარდიანი“. შეგახსენებთ, რომ უელსელ ფეხბურთელს ივლისში ეწურება შეთანხმება ლონდონურ კლუბთან.
28 წლის რემზი წელიწადში რვა მილიონ ევროს მიიღებს. შესაბამისად, ის გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ. ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.
მიმდინარ სეზონში რემზიმ 24 მატჩი ჩაატარა „არსენალის“ რიგებში, გაიტანა სამი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.