„რელევოს“ ინფორმაციით, ხულიენ ლოპეტეგი „მილანის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
გამოცემა „რელევოს“ ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან, დიდი ალბათობით, იტალიური „მილანის“ მთავარი მწვრთნელი ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ხულიენ ლოპეტეგი გახდება.
გამოცემის ცნობით, „მილანის“ დირექტორთა საბჭოს ყველაზე მეტად ლოპეტეგის კანდიდატურა მოსწონს და მზადაა, მასთან მოლაპარაკება დაიწყოს.
ლოპეტეგი ცნობილია ახალგაზრდებთან წარმატებული მუშაობით. კარიერის მანძილზე 57 წლის სპეციალისტი ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, „პორტუში“, „სევილიაში“, ესპანეთის მთავარ ნაკრებში, მადრიდის „რეალსა“ და „ვულვერჰემპტონში“ მუშაობდა.
იტალიური ფეხბურთის გრანდის ხელმძღვანელები ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის გაწეული სამსახურით უკმაყოფილოები არიან, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, ხოლო იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ტიტულისთვის ბრძოლა გაუჭირდება.