რეხვიაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი ჩემპიონატი გარდამტეხი იქნება - წლევანდელი ჩემპიონატი იქნება ძლიერი, რადგან ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი ითამაშებს #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა, ალეკო რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ახალ სეზონამდე კონკურენტებში მიმდინარე ცვლილებებზე ილაპარაკა და მთავარი მეტოქეც დაასახელა:
„ჩემი აზრით, წლევანდელი ჩემპიონატის გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე შარშანდელი. იმიტომ, რომ გუნდები სერიოზულად გაძლიერდნენ და რამდენიმე კლუბი სატრანსფერო ამბებს სერიოზულად მოეკიდა. მე ეს მახარებს, რადგან მხოლოდ ჯანსაღ კონკჯურენციაში შეიძლება ფეხბურთის დონე აიწიოს.
– ბათუმის „დინამო“ ისედაც ძლიერი გუნდი იყო და კიდევ უფრო გაძლიერდა. ასევე გაძლიერდნენ ქუთაისის „ტორპედო“, გორის „დილა“, „საბურთალო“ და წყალტუბოს „სამგურალი“. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი მიზეზების გამო „ლოკომოტივიდან“ ბევრი მოთამაშე წავიდა და ძველი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებენ, მაგრამ წელს აღარ იქნება 2-3 გუნდის ჩემპიონატი. საპრიზო ადგილებისთვის პრეტენზია გაცილებით მეტ გუნდს ექნება.
– „დინამოში“ ევროთასებამდე წერტილოვანი გაძლიერება კიდევ იქნება. მანამდე ჩემპიონატში დავაკვირდებით, გუნდს სად აქვს პრობლემები და გაძლიერება სად გჭირდება. შევეცდებით, რომ ევროთასებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხდეთ და რაც შეიძლება მეტი ეტაპი გვიაროთ.
– დიდი ხანი ვმუშაობდი უცხოეთში და წინსვლა გვჭირდება, სამუშაო კი ძალიან ბევრია და მრავალი კუთხით. ჩემპიონატის დონე რომ გავზარდოთ. არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები. ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსური პრობლემებია. საერთო დონის ამაღლება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
– ამ ყველაფრის მიუხედავად მიმაჩნია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი იქნება ძლიერი, რადგან ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი ითამაშებს, ფეხბურთის დონე კი ფეხბურთელების და სამწვრთნელო სტაფების მუშაობაზეა დამოკიდებული. შეიძლება, ეს ჩემპიონატი გარდამტეხიც იყოს. მე ეს მეიმედება“.