ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ყველა დროის საუკეთესო სამქულიანების შემსრულებლებს შორის რეჯი მილერი ღირსეულ ადგილს იკავებს.
„ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში მან არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი გამართა და საკუთარი გუნდის იმ დროინდელ წარმატებაში შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლიც კი ითამაშა. რამდენიმე დღის წინ, ვეტერანმა მოთამაშემ სამქულიანის სროლა გაიხსენა და უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა.