რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის გამო, NBA-ს კალათბურთელს პატიმრობა ემუქრება
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის გამო, NBA-ს კალათბურთელს პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა თურქი სპორტსმენის ენეს კანტერის ოთხი წლით ციხეში ჩასმას ითხოვს.
როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, „ნიუ იორკ ნიქსის“ კალათბურთელმა 2016 წლის მაისში და ივნისში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისამართით რამდენიმე შეურაცხმყოფელი განცხადება „ტვიტერით“ გააკეთა.
კანტერი, რომელიც თურქეთში გაიზარდა, აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის ფეტჰულა გიულენის აქტიური მხარდამჭერია. მისი დაპატიმრების შესახებ გავრცელებულ ცნობას კალათბურთელმა შემდეგნაირად უპასუხა – „ეს კაცი მანიაკია“.
მაისში სპორტსმენს თურქეთის პასპორტი გაუუქმეს, რასაც ის პოლიტიკურ დევნად აფასებს. კანტერი რამდენიმე საათის განმავალობაში ბუქარესტის აეროპორტში დააკავეს. აეროპორტში ყოფნის დროს მან „ტვიტერში“ თურქეთის პრეზიდენტს „ჩვენი საუკუნის ჰიტლერი უწოდა“.