რეი ალენი - ლებრონ ჯეიმსი დღემდე მირეკავს და სან ანტონიოსთან სუპერფინალის მეექვსე შეხვედრაში ჩაგდებული სამქულიანისთვის მადლობას მიხდის
როდესაც ვიხსენებთ ყველაზე მნიშვნელოვან სამქულიან სროლებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფინალურ სერიებში, მაშინვე ორი ტყორცნა გვახსენდება. ერთი აუცილებლად კაირი ირვინგის მიერ კლივლენდთან ჩაგდებული სამიანია, მეორე კი რეი ალენის შორეული ტყორცნა 2013 წლის სუპერფინალურ სერიაში, რომლითაც მან „სან ანტონიოსთან” ფინალის მეექვსე მატჩში უმნიშვნელოვანესი – სერიის გადამრჩენელი სამიანი ჩააგდო.
„სი-ბი-ეს სპორტთან“ (CBS Sport) მიცემულ ინტერვიუში ალენმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ეს ღირსშესანიშნავი მომენტი.
„ლებრონ ჯეიმსი, ერიკ სპოელსტრა და ბიჭები დღემდე მიკავშირდებიან და მადლობას მიხდიან იმ ჩაგდებული სამიანისთვის და სერიის გადარჩენისთვის.“