Red Bull Car Park Drift-ის 2024 წლის საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დაიწყო #1TVSPORT
Red Bull Car Park Drift-ის 2024 წლის საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დაიწყო #1TVSPORT

Red Bull Car Park Drift-ის საერთაშორისო სერიების საქართველოს ფინალი პირველ სექტემბერს ჩატარდება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი კიდევ ერთხელ შეივსება ენერგიული და ამბიციური დრიფტერებით.

ფინალში მონაწილეობას ოცი საუკეთესი დრიფტერი მიიღებს. გამარჯვებული კი ომანში მსოფლიო ფინალზე წარადგენს საქართველოს.

Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალებსა და მოყვარულ დრიფტერებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი.

  • Red Bull Car Park Drift-ი საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში მეხუთედ (2019, 2020, 2021, 2022) ჩატარდება. მონაწილეების რეგისტრაცია 26 აგვისტოს 14:00 საათამდე გრძელდება.
  • შეჯიბრებას უნიკალური ფორმატი აქვს. ე.წ. Gymkhan-ის სტილის, სპეციალური ელემენტებისგან აწყობილი სარბოლო ტრასა წლიდან წლამდე იცვლება და შეჯიბრების დღემდე უცნობია მონაწილეებისთვის.
  • ფინალამდე ერთი დღით ადრე მაყურებლისთვის დახურული შესარჩევი იმართება. ჟიური აფასებს ყველა დარეგისტრირებული მონაწილის დრიფტის უნარებს. მათგან მხოლოდ საუკეთესო 20 დრიფტერი წარდგება პირველ სექტემბერს მაყურებლის წინაშე.
  • საქართველოს შესარჩევს ესტუმრება „რედ ბულის“ ათლეტი, შეჯიბრების იდეის ავტორი აბდო ფეგალი, რომელიც მაყურებლისთვის დრიფტის შოუს გამართავს.
  • შეჯიბრებაზე როგორც მონაწილეობა, ისე დასწრება უფასოა.