„რედ ბულის“ მე-100 გამარჯვება, მაქს ფერსტაპენი კანადის გრანპრის ტრიუმფატორია #1TVSPORT
ფორმულა 1-ში კანადის გრანპრი „რედ ბულის“ ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო. ავსტრიული გუნდისთვის ეს უკვე მერვე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში ჩატარებული რვა რბოლიდან.
პოულ-პოზიციაზე რბოლას სწორედ ფერსტაპენი იწყებდა, მეორეზე ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) იყო, ხოლო მესამე პოზიციას ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) იკავებდა. სტარტზე ბრიტანელმა ალონსოს სწრაფადვე გადაასწრო და ნიდერლანდელს უკან ამოუდგა.
მე-12 წრეზე „მერსედესის“ პილოტი ჯორჯ რასელი კედელს შეეჯახა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. პილოტების უმეტესობა პიტ სტოპზე შევიდა, რის შემდეგაც ლიდერთა სამეულში კვლავ შეიცვალა მოცემულობა – ამჯერად ალონსომ გადაასწრო ჰემილტონს, ფერსტაპენი კი კანადის გრან პრის 70-ივე წრის მანძილზე ლიდერობდა და კარიერაში 41-ე რბოლა მოიგო (მეექვსე ამ სეზონში), რითაც ლეგენდარულ აირტონ სენას დაეწია და საერთო ჩათვლაში მასთან მეხუთე ადგილს იყოფს. მეორეზე ალონსო გავიდა, მესამეზე – ჰემილტონი.
კანადის გრანპრიზე გამარჯვება „რედ ბულისთვის“ მე-100 იყო თავის ისტორიაში. 2005 წელს შექმნილი გუნდი ამ მაჩვენებლით კონსტრუქტორთა შორის მეხუთე ადგილზეა. ყველაზე მეტი გამარჯვება ფორმულა 1-ში „ფერარის“ პილოტებს აქვთ მოპოვებული – 242.
მომდევნო ეტაპი 2 ივლისს ავსტრიაში, „რედ ბულ რინგზე“ გაიმართება.
კანადის გრანპრი, ქულები:
1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 25 ქულა
2. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 18 ქულა
3. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 15 ქულა
4. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა
5. კარლოს საინსი („ფერარი“) – 10 ქულა
6. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 9 ქულა
7. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 6 ქულა
8. ესტებან ოკონი („ალპინი“) – 4 ქულა
9. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 2 ქულა
10. ვალტერი ბოტასი („ალფა რომეო“) – 1 ქულა
2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, პილოტები:
1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 195 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 126 ქულა
3. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 117 ქულა
4. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 102 ქულა
5. კარსლოს საინსი („ფერარი“) – 68 ქულა
6. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 65 ქულა
7. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 54 ქულა
8. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 37 ქულა
9. ესტებან ოკონი („ალპინი“) – 29 ქულა
10. პიერ გასლი („ალპინი“) – 15 ქულა
11. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 12 ქულა
12. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 7 ქულა
13. ნიკო ჰულკენბერგი („ჰაასი“) – 6 ქულა
14. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 5 ქულა
15. ვალტერი ბოტასი („ალფა რომეო“) – 5 ქულა
16. გუან ჟოუ („ალფა რომეო“) – 4 ქულა
17. იუკი ცუნოდა („ალფა ტაური“) – 2 ქულა
18. კევინ მაგნუსენი („ჰაასი“) – 2 ქულა
19. ნიკ დე ვრისი („ალფა ტაური“) – 0 ქულა
20. ლოგან სერჯენტი („ვილიამსი“) – 0 ქულა
2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, კონსტრუქტორები:
1. „რედ ბული“ – 321 ქულა
2. „მერსედესი“ – 167 ქულა
3. „ასტონ მარტინი“ – 154 ქულა
4. „ფერარი“ – 122 ქულა
5. „ალპინი“ – 44 ქულა
6. „მაკლარენი“ – 17 ქულა
7. „ალფა რომეო“ – 9 ქულა
8. „ჰაასი“ – 8 ქულა
9. „ვილიამსი“ – 7 ქულა
10. „ალფა ტაური“ – 2 ქულა