პირველად საქართველოში ცნობილი თამაშის, „ლიგ ოვ ლეჯენდსის“ (League of Legends) მოყვარული მოთამაშეებისთვის „რედ ბულ პლეიერ უანი“ (Red Bull Player One) გაიმართება, რომელიც აღნიშნული ვიდეო თამაშის 1vs1 ვერსიაა.
ტურნირზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პირველი ონლაინ თამაში 18 ოქტომბერს გაიმართება. ჯამში ხუთი ონლაინ თამაშიდან 16 საუკეთესო მოთამაშე ერთმანეთს 26 და 27 ოქტომბერს თბილისის „ივენთ ჰოლში“ დაუპირისპირდება. ტურნირს ერთი გამარჯვებული ჰყავს, რომელიც საქართველოს სახელით ფინალში მიიღებს მონაწილეობას. Red Bull Player One გლობალური ჩემპიონატია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება. ტურნირის ფინალი ბრაზილიაში, სან პაულუში „რაიოტ გეიმსის“ (Riot Games) ჰაბში იმართება.
წელს ტურნირში 12 ქვეყანა მონაწილეობს.