„რედ ბული“ ფერსტაპენის შემცვლელად რასელს განიხილავს #1TVSPORT
„რედ ბული“ ფერსტაპენის შემცვლელად რასელს განიხილავს #1TVSPORT

„რედ ბულის“ ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გამართა „მერსედესის“ პილოტთან ჯორჯ რასელთან. ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Race-მა.

წყაროს ცნობით, ჰორნერი რასელს ხვდება იმისთვის, რათა თავი დაიზღვიოს სეზონის დასრულების შემდეგ „რედ ბულიდან“ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის მაქს ფერსტაპენის წასვლის შემთხვევაში . ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით ჭორები ხშირად ჩნდება.

ფერსტაპენისთვის კარიერის გაგრძელების პოტენციურ ვარიანტებად სახელდება „მერსედესი“ და „ასტონ მარტინი“. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ნიდერლანდელი პილოტი აიღებს ერთწლიან შესვენებას, რათა შეაფასოს გუნდების შესაძლებლობები ახალ რეგლამენტში.