„რედ ბული“ 2020 წლიდან ფორმულა 1-ის დატოვებას აპირებს
„რედ ბული“ 2020 წლიდან ფორმულა 1-ის დატოვებას აპირებს

ავტოსპორტის საკითხებში „რედ ბულის“ მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მისმა გუნდმა შესაძლოა ფორმულა 1 დატოვოს. ამის მიზეზად მარკომ ჩემპიონატის ჯერჯერობით გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავალი დაასახელა.

„ფორმულა 1-თან „რედ ბულის“ ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს ეწურება. სანამ არ დაწესდება რეგლამენტი ძრავებთან დაკავშირებით და ხელი მოეწერება ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს, არც „რედ ბული“ და არც „ჰონდა“ არ მიიღებს გადაწყვეტილებას კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. აღარ გვინდა, დამოკიდებული ვიყოთ მათზე, ვინც დაპირებებს არ ასრულებს. გამოსავალი ერთია. ჩემპიონატს დავტოვებთ ან ბედს სხვა სერიებში ვცდით. მაგალითად, WEC-ის რბოლებისთვის უკვე გვაქვს „ჰიპერქარი“ „ვალკირია“. – განაცხადა მარკომ.

ამ ეტაპზე ფორმულა 1-ში „რედ ბულის“ ღირსებას ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი და ავსტრალიელი დანიელ რიკარდო იცავენ. გუნდმა ტიტული ბოლოს 2013 წელს მოიგო. აღსანიშნავია, რომ 2010-დან 2013 წლების ჩათვლით ზედიზედ ოთხჯერ გახდა ფორმულა 1-ის ჩემპიონი.