რეაქცია ჯანო ანანიძის დებიუტზე - ქართველი სიმბოლურში დაასახელს
რეაქცია ჯანო ანანიძის დებიუტზე - ქართველი სიმბოლურში დაასახელს

ჯანო ანანიძე, რომელმაც „კრილია სოვეტოვში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მოსკოვის „ლოკომოტივს“ გოლი გაუტანა, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შეაქო.

„პირველი გოლი სამედოვმა შექმნა, ანანიძემ კი მისი გადაცემით გაიტანა. არანაირი კითხვები, ისინი კვალიფიციური ფეხბურთელები არიან. მათში ეჭვი არც გვეპარებოდა“, – ამბობს „კრილია სოვეტოვის“ განვითარების დირექტორი ალექსანდრ შიკუნოვი.

აღსანიშნავია, რომ ჯანოს პირველ ტურში თავის პოზიციაზე საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა – გოლის გატანის გარდა, მოედანზე გატარებულ 62 წუთში ქართველმა მაღალი დონე გადაცემებით გამოავლინა – მისი პასების 90 პროცენტი ზუსტი გამოდგა. გარდა ამისა, სამი დრიბლინგი შეასრულა და ექვსი ორთაბრძოლა მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს კარგი თამაში მედიამაც დაუფასა – ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში „მატჩ პრემიერმა“ დაასახელა.