„რეალს“ ყველაზე ძვირი შემადგენლობა ჰყავს ლიგის მერვედფინალისტებს შორის
„რეალს“ ყველაზე ძვირი შემადგენლობა ჰყავს ლიგის მერვედფინალისტებს შორის

გერმანული პორტალის transfermarkt.de-ს გამოთვლით, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასულ 16 გუნდს შორის ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა მადრიდის „რეალს“ ჰყავს. ამ გუნდის ყველა ფეხბურთელის საერთო ღირებულება 743.8 მილიონ ევროს შეადგენს.

ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის ხუთეულში შევიდნენ: „ბარსელონა“ (689,5 მილიონი ევრო), „პარი სენ-ჟერმენი“ (648,4 მლნ), „ჩელსი“ (631,9 მლნ) და „მანჩესტერ სიტი“ (629,5 მლნ).

ამ მხრივ ყველაზე „ღარიბი“ გუნდები არიან: „ბეშიქთაში“ (114,1 მლნ), „შახტარი“ (103,1 მლნ) და „ბაზელი“ (48,8 მლნ).