„რეალმა“ ვინისიუსისთვის „ოქროს ბურთის“ არმიცემა „ისტორიულ ქურდობად“ შეაფასა #1TVSPORT
მადრიდის „რეალში“ „სირცხვილად“ მიაჩნიათ ის, რომ ვინისიუსმა ვერ მოიგო „ოქროს ბურთი“.
იმ დროს, როცა ყველა ელოდა ბრაზილიელის გამარჯვებას, ჯილდო მიიღო „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ. ამის გამო, „რეალმა“ გააუქმა გამგზავრება პარიზში, ვინისიუსს კი დაგეგმილი ჰქონდა წვეულება საფრანგეთის დედაქალაქში, მაგრამ ისიც გაუქმდა.
როგორც ESPN Brasil-ი ამტკიცებს. ვინისიუსის ჯილდოს გარეშე დატოვებას „რეალში“ „უსამართლობად“ და „სამარცხვინოდ“ მიიჩნევენ.
„რეალის“ გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა ცერემონიას, არის პროტესტის ფორმა იმის წინააღმდეგ, რასაც „რეალში“ „ისტორიული ქურდობა“ უწოდეს.