ესპანეთში ახალი საკალათბურთო სეზონის პირველი პრიზი მადრიდის „რეალმა“ მოიგო. ქვეყნის სუპერთასის ფინალში ესპანეთის ჩემპიონმა 80:73 მოუგო თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“.
პირველ სამ მეოთხედში „ბასკონია“ არაფერში ჩამორჩებოდა მეტოქეს – 2 ქულით მოიგო პირველი ტაიმი და ერთი ქულით იყო წინ ბოლო მეოთხედის დაწყებამდე, მაგრამ მეოთხე 10-წუთეულში „რეალმა“ მეტოქეს მხოლოდ 11 ქულა ჩააგდებინა და ტიტულის მოგება შეძლო.
„რეალის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი სერხიო იული იყო 15 ქულით. 13-13 ქულა დაგროვეს პრეპელიჩმა და კამპაცომ. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 წუთსა და 22 წამში 12 ქულა და 3 მოხსნა იყო.