მადრიდის „რეალი“ გადატვირთული შემადგენლობის გამო, მზად არის გამოეთხოვოს თავის რამდენიმე ვარსკვალვს.
ესპანური პრესის ცნობით, „სამეფო კლუბი“, შესაძლოა შეელიოს ლუკა მოდრიჩს, რომელიც აგებს კონკურენციას ფედერიკო ვალვერდესთან. ხორვატს კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი დარჩა და „რეალი“, სავარაუდოდ მას ტრანსფერზე დააყენებს.
თავის მხრივ, მარსელოს ასევე უჭირს კონკურენცია ფერლან მენდისთან.
27 ტურის შემდეგ, „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩება.