„რეალმა“, შესაძლოა, ლოპეტეგი გაანთავისუფლოს
„რეალმა“, შესაძლოა, ლოპეტეგი გაანთავისუფლოს

მადრიდის „რეალმა“ სულ მალე, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს ჯულენ ლოპეტეგი. როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) ამტკიცებს, „სამეფო კლუბის“ მმართველი საბჭოს ზოგიერთი წევრი უკმაყოფილოა 52 წლის ესპანელის მუშაობით.

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „რეალმა“ მინიმალური ანგარიშით წააგო მოსკოვის ცსკა-სთან. ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდელები მეორე ადგილზე არიან შვიდი ტურის შემდეგ.
ლოპეტეგიმ „რეალი“ 2018 წლის 14 ივნისს ჩაიბარა. მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.