„რეალმა“ შეიძლება ზაფხულში კრიშტიანო რონალდო დაიბრუნოს #1TVSPORT
„რეალმა“ შეიძლება ზაფხულში კრიშტიანო რონალდო დაიბრუნოს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მირორმა“.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ დაინტერესებულია 37 წლის პორტუგალიელის დაბრუნებით. ასევე ადრე იტყობინებოდნენ, რომ თავად რონალდოც არ არის „რეალში“ ხელმეორედ მისვლის წინააღმდეგი.

კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტუგალიელი მადრიდში 2009-18 წლებში გამოდიოდა და ამ დროში 15 ტიტული მოიპოვა.