„რეალმა“ რონალდოს შემცვლელი „ლიონიდან“ გადაიბირა
„რეალმა“ რონალდოს შემცვლელი „ლიონიდან“ გადაიბირა

მადრიდის „რეალმა“ რონალდოს შემცვლელის ვინაობა გაამხილა. როგორც ირკვევა, სამეფო კლუბის მესვეურები იმედებს 25 წლის მარიანო დიასზე ამყარებენ, რომელიც „რეალის“ აკადემიაში გაიზარდა, შემდეგ კი „ლიონში“ თამაშობდა, სადაც 21 გოლის გატანა მოახერხა.

დიასთან მადრიდელებმა 5-წლიანი და 22-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს.