მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ სატრანსფერო წინადადება გაუგზავნა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ნეიმარს, – იტყობინება ბრაზილიური ინტერნეტ-გამოცემა UOL Esporte.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბრაზილიელი და მისი წარმომადგენლები ამჟამად მადრიდული კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებს სწავლობენ.
აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებში უშუალო მონაწილეობას იღებს აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც 2017 წლის ზაფხულში დაეხმარა ნეიმარს “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ გადასვლაში.
ამჟამად ნეიმარი 25 თებერვალს მიღებული ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი ბრაზილიელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი.