მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური წინადადებით მიმართა „პარი სენ-ჟერმენს“ ფორვარდ ნეიმართან დაკავშირებით, – წერს გამოცემა „დიარიო სპორტი“ (Diario Sport).
ესპანური გრანდის შეთავაზება ასეთია: ბრაზილიელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო და „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუკა მოდრიჩი. გარიგების საერთო თანხა 180 მილიონ ევროს უტოლდება.
როგორც ესპანურ პრესაში იწერება, „ბარსელონამ“ ამ წინადადების შესახებ იცის, მაგრამ იმედოვნებს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი არ შეიცვლის თავის სურვილს და უარყოფს ყველა კლუბის შეთავაზებას, გარდა „ბარსელონასი“.
ბოლო დღეებში, „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურად სთავაზობს ნეიმარს სხვა კლუბებს. მან ბრაზილიელის იჯარით აყვანა შესთავაზა „იუვენტუსს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „რეალს“. იტალიურმა და ინგლისურმა კლუბებმა უარი თქვეს ფეხბურთელზე, „რეალმა“ კი დაინტერესება გამოთქვა.
თავად ნეიმარს „სამეფო კლუბი“ ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს და იგივე ხელფასს, რაც პარიზში აქვს.