„რეალმა“ მბაპეზე საბოლოო უარი თქვა - მადრიდში ფრანგი მოღალატედ მიაჩნიათ #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ არ აპირებს მომავალში დაუბრუნდეს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის კილიან მბაპეს კანდიდატურას. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობას ფრანგი თავდამსხმელი მოღალატედ მიაჩნია, – წერს ესპანური გაზეთი El Debate.
წყაროს ცნობით, „რეალში“ კარგად იციან, რომ მბაპემ გამოიყენა ესპანეთის ჩემპიონთან მოლაპარაკების პროცესი, რათა რეკორდული ხელფასი მიეღო „პარი სენ-ჟერმენში“. ეს თანხა წელიწადში 96 მილიონ ევროს შეადგენს. ამას ემატება 100 მილიონის ოდენობის ბონუსი კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ.
„რეალი“ ორი ძირითადი მიზეზის გამო არ მიუბრუნდება მბაპეს კანდიდატურას.
პირველი – კლუბს არ მოეწონა მანერა, რომლითაც ფეხბურთელმა „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს აცნობა პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. კერძოდ, მბაპემ მოკლე შეტყობინება მიწერა პერესს და არც კი დაურეკა მას.
მეორე – „რეალში“ მიაჩნიათ, რომ ფანები უბრალოდ არ მიიღებენ მბაპეს ზაფხულში ტრანსფერზე უარის თქმის შემდეგ.
„რეალმა“ უკვე დაიწყო ახალი ფორვარდის ძიება შეტევის ხაზის გასაძლიერებლად.
ადრე კილიანმა არ გამორიცხა მომავალში „რეალში“ გადასვლა: „მე იქ არ მითამაშია, მაგრამ ეს კლუბი – თითქოს ჩემი სახლია. არასოდეს იცი, რა მოხდება მომავალში“.