„რეალმა“ ისტორიაში 91-ე ტიტული მოიგო და „ბარსელონას“ გაუთანაბრდა
„რეალმა“ ისტორიაში 91-ე ტიტული მოიგო და „ბარსელონას“ გაუთანაბრდა

ლა ლიგას 37-ე ტურში „ვილეარეალის“ დამარცხების (2:1) შემდეგ, მადრიდის „რეალმა“ 34-ედ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.
ეს არის მადრიდული კლუბის ისტორიაში 91-ე პრიზი. ესპანეთის ჩემპიონატში 34 გამარჯვების გარდა, „რეალმა“ 19-ჯერ მოიგო ესპანეთის თასი, 11-ჯერ – სუპერთასი და ერთხელ ლიგის თასი. საერთაშორისო არენაზე „რეალს“ 13-ჯერ აქვს აღებული ჩემპიონთა თასი, სამჯერ – საკონტინენტთაშორისო თასი, ორჯერ – უეფა-ს თასი, ოთხჯერ მოიგო კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და ამდენჯერვე უეფა-ს სუპერთასი.

„რეალი“ ტიტულების საერთო რაოდენობით დაეწია „ბარსელონას“. კატალონიური კლუბის პრიზების ჩამონათვალი ასეთია: ლა ლიგა – 26, ესპანეთის თასი – 30, სუპერთასი – 13, ლიგის თასი – 2, ჩემპიონთა თასი – 5, უეფა-ს სუპერთასი – 5, თასების მფლობელთა თასი – 4, უეფა-ს თასი – 3, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი – 3.