ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში „რეალმა“ მადრიდში „მალიორკა“ 2:0 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა.
ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. გოლის ავტორი გახდა ვინისიუს ჟუნიორი – მას პასი ლუკა მოდრიჩმა გაუკეთა. 56-ე წუთზე „რეალის“ უპირატესობა სერხიო რამოსმა გაზარდა, რომელმაც მოასწრო წინა ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება. რამოსისთვის ეს იყო საიუბილეო – 120-ე გოლი კარიერაში.
„რეალმა“ 68 ქულა დააგროვა და ისევ გაუთანაბრდა ქულებით „ბარსელონას“. „სამეფო კლუბი“ გათამაშების ცხრილში წინ არის კატალონიელებთან პირად შეხვედრებში უკეთესი ბალანსის გამო.