„რეალმა“ ენდრიკსა და გონსალო გარსიას შორის ერთი უნდა აირჩიოს #1TVSPORT
„რეალმა“ ენდრიკსა და გონსალო გარსიას შორის ერთი უნდა აირჩიოს #1TVSPORT

მადრიდის „რეალში“ მიაჩნიათ, რომ კილიან მბაპეს ახალ სეზონში მხოლოდ ერთი დუბლიორი სჭირდება.

გაზეთ AS-ის მონაცემებით, კლუბი იძულებულია, აირჩიოს ენდრიკსა და გონსალო გარსიას შორის. მადრიდელებს სურთ, რომ გუნდში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი დარჩეს, რადგან სათამაშო დრო ყველას არ ეყოფა, ხოლო უთამაშებლობა ნეგატიურად აისახება ფეხბურთელების განვითარებაზე.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ფორვარდს სურს, იბრძოლოს ძირითადში მოსახვედრად. ენდრიკი კატეგორიულად არ ეთანხმება იჯარით სხვა კლუბში გადასვლას. ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ შეძლებს, დაარწმუნოს მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო თავის სარგებლიანობაში.

რაც შეეხება გონსალო გარსიას, ალონსო აღფრთოვანებული დარჩა „რეალის“ აღზრდილის შედეგიანობით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

აღნიშნავენ, რომ ამ ორ ფეხბურთელთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო „რეალში“ ჯერ არავის მიუღია მე-9 ნომერი.