„რეალმა“ და პსჟ-მ მბაპეს ტრანსფერი შეათანხმეს 200+50 მილიონ ევროდ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე უახლოეს დროში მადრიდის „რეალში“ გადავა.
ესპანურმა კლუბმა მიაღწია შეთანხმებას პსჟ-სთან ტრანსფერზე, – წერს გამოცემა PSG Community.
პარიზული კლუბის მფლობელმა, ტამიმ ბინ ჰამადმა თანხმობა მისცა მბაპეს გაყიდვაზე „რეალის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებების შემდეგ.
ტრანსფერის საერთო თანხა 250 მილიონ ევროს გაუტოლდება. „რეალი“ თავიდან 200 მილიონს გადაიხდის, დანარჩენ 50 მილიონს კი ბონუსების სახით ჩატარებული მატჩებისთვის და „ოქროს ბურთის“ მოგებისთვის.
უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას წერილობით აცნობა იმის შესახებ, რომ არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას 2025 წლის ზაფხულამდე.