„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ახლოს არის მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან.
როგორც ინტერნეტგამოცემა Sport.fr-ი იტყობინება, კლუბებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელის გადასვლის პირობები.
წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი მბაპეს სანაცვლოდ კომპენსაციას ბონუსის სახით მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელს პსჟ-თან 2024 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და „რეალს“ მისი დამატება უფასოდ შეეძლება.
მბაპეს ხელფასი „რეალში“ შემცირდება – სეზონში 35 მილიონი ევრო იქნება. „პარი სენ-ჟერმენში“ ის წელიწადში 54 მილიონ ევროს იღებს.
გარდა ამისა, ესპანური კლუბი შესთავაზებს მბაპეს მოედნის მიღმა ყველა უფლებას მისი იმიჯის გამოყენებაზე, რაც უნიკალური შემთხვევაა „რეალისთვის“.