ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ალმერიას“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.
ბენზემამ პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი (5, 17, 42 წუთებზე) შეასრულა და „ალმერია“ უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, სტუმრებმა პირველი ნახევრის მიწურულს, 45-1 წუთზე გოლის გატანა მოახერხეს და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 3:1.
მეორე ტაიმში მეტოქის კარი ისევ „რეალის“ ფეხბურთელებმა აიღეს. როდრიგომ 47-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 4:1 გახდა. „ალმერიამ“ ლუკას რობერტონეს კარგი თამაშით ერთი გოლი გაქვითა და მატჩში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 4:2 „რეალის“ სასარგებლოდ.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს „ბარსელონა“ ერთპიროვნულად ლიდერობს, „სამეფო კლუბი“ კი მეორე ადგილზეა და კატალონიელებს 11 ქულით ჩამორჩება.