ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის რანგში გაიმართა სეზონის მეორე „კლასიკო“. მასპინძლის რანგში მადრიდის „რეალი“ იყო, რომელმაც მეორე ტაიმში აშკარად აჯობა „ბარსელონას“ და 2:0 მოიგო. გოლები 71-ე და 92-ე წუთებზე ვინისიუსმა და მარიანო დიასმა გაიტანეს. ამ მოგებით „რეალმა” დაიბრუნა ლიდერობა ესპანეთის ჩემპიონატში – ზინედინ ზიდანის გუნდმა ერთი ქულით გაასწრო „ბარსას“.
ამ მატჩის შემდეგ, „კლასიკოების“ ოფიციალურ მატჩებში ანგარიში გათანაბრდა – „რეალსა“ და „ბარსელონას“ 96-96 მოგება აქვთ. ლა ლიგაში კი „რეალი“ წინ გავიდა – 73:72.
უგოლოდ დატოვა მოედანი ლიონელ მესიმ – არგენტინელს „ელ კლასიკოზე“ 426 წუთია გოლი არ გაუტანია.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
რეალი: კურტუა – კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო – ვალვერდე (86. ლუკას ვასკესი), კაზემირო, კროოსი – ისკო (79. მოდრიჩი), ბენზემა (91. მარიანო დიასი), ვინისიუსი
ბარსელონა: ტერ შტეგენი – სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა – არტური (81. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – მესი, გრიზმანი (81. ფატი), არტურო ვიდალი (69. ბრაიტვაიტი)