„რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შეიძლება დარჩეს მადრიდულ კლუბში.
როგორც ჟურნალისტი რამონ ალვარესი სოციალურ ქსელში წერს, „რეალის“ ხელმძღვანელობამ იტალიელ სპეციალისტს ახალი კონტრაქტი შესთავაზა – მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხელშეკრულების გაგრძელებაზე.
ადრე იუწყებოდნენ, რომ ანჩელოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
კარლო ანჩელოტი 2021 წლიდან ავარჯიშებს „რეალს“. ამ მომენტისთვის მადრიდული კლუბი ლიდერობს ესპანეთის ლა ლიგას 10 მატჩში 25 ქულით.