„რეალმა“ ალფონსო დევისის შეძენაზე უარი თქვა #1TVSPORT
„რეალმა“ ალფონსო დევისის შეძენაზე უარი თქვა #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ აღარ არის დაინტერესებული ზაფხულის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას „ბაიერნის“ მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის შეძენით, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Relevo-მ.

წყაროს ცნობით, „რეალმა“ შეცვალა პრიორიტეტები მომდევნო სეზონისთვის დაცვის ხაზის გაძლიერების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ალფონსო დევისთან ზეპირი შეთანხმება მიღწეული იყო, მადრიდელთა ხელმძღვანელობა გადაერთო ფრანგული „ლილის“ ცენტრალური მცველის, ლენი იოროს შეძენაზე. ამასთან, დევისის გადასვლა „რეალში“ შესაძლებელი იქნება მომდევნო სეზონის შემდეგ, როცა კანადელი თავისუფალი აგენტი გახდება.

დევისმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.