„რეალის“ შემდეგ მესინიოთი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ შემადგენლობის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს ბრაზილიურ ბაზარზე. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის სურს „პალმეირასიდან“ 16 წლის ვუნდერკინდის, ესტევაო ვილიანის გაფორმება, რომელსაც ადგილობრივი პრესა მესინიოს უწოდებს.
მაგრამ გამოცემა Defensa Central-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს ასევე ყურადღება მიაქცია „მანჩესტერ იუნაიტედმა“.
მესინიოს ხელში ჩასაგდებად „იუნაიტედის“ თანამფლობელი ჯიმ რეტკლიფი სოლიდური თანხის გაღებას აპირებს. იტყობინებიან 60 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდზე, მაგრამ მანჩესტერული კლუბი 90 მილიონი ევროს დახარჯვასაც არ მოერიდება.