„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი მომავალში შეიძლება მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს, – წერს გაზეთი AS-ი.
აღნიშნავენ, რომ ესპანელი ნახევარმცველის მიმართ დიდ ინტერესს გამოთქვამენ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.
Ეს ინტერესი გამოწვეულია გუნდიდან ნახევარმცველ ტონი კროოსის წასვლით. „რეალში“ ცდილობენ, იპოვნონ ფეხბურთელი, რომელიც მიახლოებული იქნება გერმანელთან თავისი სათამაშო თვისებებით. კროოსის წასვლა ძალიან ეტყობა გუნდის თამაშს ახალ სეზონში.
როდრის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. „რეალი“ არ აპირებს მოვლენების ფორსირებას და გეგმავს, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოიცადოს, სანამ „სიტისთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს.