„რეალის“ რამდენიმე ვარსკვლავი კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას ემხრობა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო საკუთარ მოედანზე – „ბარსელონასთან“ 0:4 და „მილანთან“ – 1:3. წარუმატებელი შედეგების ფონზე, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაკარგა კონტროლი გასახდელზე, – იტყობინება გამოცემა El Gol Digital.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტის განთავისუფლებას მხარს უჭერს გუნდის რამდენიმე ვარსკვლავი: ფედერიკო ვალვერდე, კილიან მბაპე, ფერლან მენდი, ორელიენ ჩუამენი და ედუარდო კამავინგა. ამასთან, ანჩელოტის მხარეს იჭერს ვინისიუსი, რომელსაც ახლო კავშირი აქვს მთავარ მწვრთნელთან. ვინისიუსს სურს, რომ „რეალიდან“ გაშვების შემთხვევაში, ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, თითქოს „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ლევერკუზენის“ მთავარ მწვრთნელთან ჩაბი ალონსოსთან.