"რეალის" პრიორიტეტი მოჰამედ სალაჰია
"რეალის" პრიორიტეტი მოჰამედ სალაჰია

ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას მადრიდის “რეალის” პრიორიტეტული მიზანი “ლივერპულის” ფორვარდ მოჰამედ სალაჰის შეძენა იქნება, წერს ესპანური გამოცემა ‘დონ ბალონი’.

გაზეთის ცნობით, მადრიდელები მზად არიან ეგვიპტელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადონ და 25 წლის სალაჰიც მზადაა სამეფო კლუბში გადავიდეს, თუმცა “ლივერპული” ფეხბურთელის შესანარჩუნებად ბოლომდე აპირებს ბრძოლას და მზად იქნება მოლაპარაკების დასაწყებად, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩემპიონატის 33 მატჩში მან 31 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი შეასრულა.