„რეალის“ ორი ათასმა გულშემატკივარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთები უკან დააბრუნა
„რეალის“ ორი ათასმა გულშემატკივარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთები უკან დააბრუნა

მადრიდის “რეალის” გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა უარი თქვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთებზე, – წერს ესპანური პრესა.

როგორც გაზეთი AS იტყობინება, ორი ათასზე მეტმა გულშემატკივარმა უკან დააბრუნა სეზონის მთავარ მატჩზე დასასწრები ბილეთები. ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემპიონთა ლიგის ფინალის პერიოდში კიევში საცხოვრებელი ბინების სიძვირეს, აგრეთვე, ლოჯისტიკის პრობლემებს.

„რეალმა“ უკვე გაიტანა გასაყიდად გამოთავისუფლებული ბილეთები.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის 26 მაისს, კიევის „ოლიმპიურ სტადიონზე“ გაიმართება.