„რეალის“ მეორე გამარჯვება ევროლიგაზე (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მეექვსე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა მადრიდის „რეალმა“. სამეფო კლუბმა საკუთარ არენაზე „ბაიერნს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით სძლია (100-82)

მადრიდელებმა მეტოქესთან მხოლოდ მეორე მეოთხედი დათმეს. მასპინძელთა შორის საუკეთესო 19 ქულით ჯეისი ქეროლი გამოდგა. ტრეი ტომპკინსის ანგარიშზე 16 ქულა და 7 მოხსნაა. ენტონ რენდოლფმა მატჩი 13 ქულით დაასრულა.

გერმანულ გუნდში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ვეიდ ბოლდვინი იყო. 15 ქულა დააგროვა ჯალენ რეინოლდსმა.

ცსკა – ვალენსია 84-75 (შენგელია – 10 ქულა, 6 მოხსნა)

ლიონი – ჟალგირისი 74-83

მაკაბი – ფენერბახჩე 65-75