„რეალის“ ხელმძღვანელობა რამდენიმე ფეხბურთელთან შექმნილი სიტუაციის განხილვას აპირებს #1TVSPORT

21:03, 10.07.2025

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით ვითარების გარკვევას აპირებს.

„სამეფო კლუბმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში 0:4 წააგო „პარი სენ-ჟერმენთან“ და ტურნირს გამოეთიშა.

„რეალის“ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს არ სურს გუნდზე მუშაობა და აპირებენ ამას წერტილი დაუსვან, – წერს გაზეთი Marca. უახლოეს დღეებში ისინი დაელაპარაკებიან რამდენიმე მოთამაშეს, რათა გაარკვიონ, რა სურთ მათ, რისკენ ისწრაფვიან და რამდენად ერთგულები არიან საქმის მიმართ.

კლუბი გაავრცელებს მკაფიო გზავნილს: ისინი იმუშავებენ, როგორც ერთიანი გუნდი ან სხვა გადაწყვეტილებას მონახავენ, რადგან სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში იხურება.

აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვინისიუსის ამჟამინდელი ფორმა. „რეალის“ ბოსებს სურთ იცოდნენ, რა ფიქრები აქვს ბრაზილიელს და ელოდებიან მისგან გულწრფელ პასუხს.

ასევე კლუბში ჩამოყალიბდნენ როდრიგოს საკითხზე და ეძებენ მისთვის კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტს.

ასევე შეშფოთებას იწვევს კილიან მბაპე. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ცხადად მიანიშნა, რომ მოედანზე ყველა ფეხბურთელი უნდა მუშაობდეს და იბრძოდეს, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში ეს არ ყოფილა. ფრანგი ფორვარდის არასაკმარისი მუშაობა დაცვაში შეშფოთების საგანი გახდა.

მსგავსი