საკალათბურთო ევროლიგაზე 26-ე ტურის 1 შეხვედრა გაიმართა. “ოლიმპია მილანომ” საკუთარ არენაზე მადრიდის ‘რეალს’ უმასპინძლა და მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდა. პაბლო ლასოს გუნდმა იტალიელებს შანსი არ დაუტობა. მადრიდელებმა 4-დან მხოლოდ ერთი, ბოლო მეოთხედი დათმეს, როდესაც თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. “რეალის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი გაიფორმა კამპასომ (14 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი). გუსტავო აიონის ანგარიშზე 15 ქულაა. მასპინძელთა შორის 18 ქულით ჯერელსი გამოირჩა. გუდლოკმა და კუზმინსკასმა პირად ატივში 11-11 ქულა ჩაიწერეს. საკალათბურთო ევროლიგაზე 26-ე ტურის დარჩენილი მატჩები 15 და 16 მარტს ჩატარდება. თორნიკე შენგელიას “ბასკონია” საკუთარ არენაზე კაუნასის “ჟალგირისს” მიიღებს. გიორგი შერმადინის “უნიკახა მალაგა” კი “პანათინაიკოსს” უმასპინძლებს.