„რეალის“ ფეხბურთელს ტატუს გაკეთება უნდა და მამისგან ნებართვას ელოდება (ვიდეო)
„სამეფო კლუბის“ 19 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა, ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან ჩემპიონთა ლიგაზე მის სადებიუტო გოლზე ისაუბრა და გაამხილა, რომ წარმატების აღსანიშნავად ტატუს გაკეთება უნდა.
„ვფიქრობ, რომ ტატუს გავიკეთებ, მაგრამ მანამდე ნებართვა მამისგან უნდა ავიღო. მიხარია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ გავიტანე და „რეალს“ დავეხმარე“, – განაცხადა მადრიდის „რეალის“ 19 წლის ფორვარდმა.
ვინისიუსმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში „ბრიუგესთან“ გაიტანა. შეხვედრა „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით დასრულდა – 3:1.
ეს გოლი ვინისიუსისთვის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი იყო. გასული სეზონის დიდი ნაწილი ბრაზილიელმა ფორვარდმა ტრავმის გამო გამოტოვა.