„ლევერკუზენის“ ლიდერი ფლორიან ვირტცი მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება 2025 წლის ზაფხულში.
ესპანეთის ჩემპიონი უკვე აწარმოებს გეგმაზომიერ და საფუძვლიან მუშაობას 21 წლის გერმანელის ტრანსფერზე, როგორც ეს ჯუდ ბელინგემის, ედუარდო კამავინგასა და ორელიენ ჩუამენის შემთხვევაში გააკეთა.
ამ სეზონში ვირტცმა 46 ოფიციალურ მატჩში 18 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.