„რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ფულს არ დახარჯავს #1TVSPORT
„რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ფულს არ დახარჯავს #1TVSPORT

ბევრი ჭორისა და საკადრო პრობლემების მიუხედავად, მადრიდის „რეალი“ არ იქნება აქტიური სატრანსფერო ბაზარზე.

როგორც გამოცემა Relevo წერს, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რეალი“ არ შეიძენს იანვარში ახალ ფეხბურთელებს.

პერესს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია კლუბმა ეკონომია გააკეთოს, რათა გამოასწოროს თავისი ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ ზაფხულში „რეალი“ აპირებს ახალი ცენტრალური მცველისა და ორივე ფლანგის მცველების შეძენას.