მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონს რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს მონიშნული.
მადრიდელებს სურთ დანიელ კარვახალისთვის დუბლიორის მოსაძებნად ალვარო ოდრიოსოლის შეძენა და, როგორც ცნობილი ხდება, “სოსიედადი” ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს ითხოვს.
ახალგაზრდა ნახევარმცველის, მარკოს იორენტეს წასვლის შემთხვევაში, “რეალი” მზად არის განიხილოს იულიან ვაიგლის (“დორტმუნდი”), ემრე ჩანის (“ლივერპული”) და ლეანდრო პარედესის (“ზენიტი”) კანდიდატურები.
სერიოზულად შეიცვლება თავდასხმაც. მადრიდელები ფორვარდად რობერტ ლევანდოვსკის მიწვევას აპირებენ (ალტერნატივად განიხილებიან ტიმო ვერნერი და ჰარი კეინი). გარდა ამისა, თუ გუნდს გარეტ ბეილი დატოვებს, “რეალი” მოჰამედ სალაჰის შეძენაზეც იზრუნებს. მადრიდელები არც ედენ აზარსა და ნეიმარს ივიწყებენ.