„რეალი“ ვინისიუსისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიისთვის ემზადება #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ მზადება დაიწყო „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიისთვის, – იტყობინება გამოცემა Relevo.
კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ მთავარ პრიზს მათი ფორვარდი ვინისიუსი მიიღებს. ამ მომენტში მუშავდება გეგმა – როგორ გამოცხადდება ცერემონიაზე „რეალის“ შემტევი, ვინ მოხვდება მადრიდული კლუბის დელეგაციაში და ა.შ.
ვინისიუსის მოსალოდნელი ტრიუმფი განიხილება, როგორც „რეალის“ ღირებულებების უპირატესობა სხვებზე, რადგან ბრაზილიელის ფეხბურთელად ჩამოყალიბება მადრიდულ კლუბში მოხდა.
გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემისა და კილიან მბაპეს მისვლის მიუხედავად, კვლავაც ინარჩუნებს გასახდელის ლიდერის სტატუსს და მიიჩნევა გუნდში მთავარ ფიგურად.