„რეალი“ VAR-ით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ მსაჯები შეგნებულად ვნებენ მათ „ბარსელონას“ სასარგებლოდ #1TVSPORT
„რეალი“ VAR-ით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ მსაჯები შეგნებულად ვნებენ მათ „ბარსელონას“ სასარგებლოდ #1TVSPORT

მადრიდის „რეალში“ უკმაყოფილონი არიან ესპანეთში VAR-ის სისტემის მუშაობით.

როგორც გაზეთი Marca წერს, კლუბში მიაჩნიათ, რომ სამსაჯო შეცდომები შემთხვევითი არ არის. „რეალის“ აზრით, არსებობს აშკარა ნიშნები, რომ ვიდეოარბიტრები შეგნებულად ვნებენ კლუბს „ბარსელონას“ სასარგებლოდ. „რეალი“ დარწმუნებულია, რომ ამ მოსაზრებას ადასტურებს მსაჯობა ბოლო „კლასიკოში“.

„რეალის“ ბოსები აპირებენ, აიძულონ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, რადიკალურად შეცვალოს VAR-ის სისტემის მუშაობა – მათ სჯერათ, რომ სანამ VAR-ის მუშაობაზე გავლენას ახდენს ადამიანური ფაქტორი, სისტემა ყოველთვის ავნებს კლუბს.

იქამდე, სანამ ცვლილებები არ მოხდება, „რეალი“ აპირებს, გააგრძელოს ზეწოლა მსაჯებზე და აზრი გამოთქვას ვიდეოარბიტრაჟზე თავის საკლუბო ტელევიზიაში, აგრეთვე ნებისმიერი ფორმით, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ.

აღნიშნავენ, რომ საფეხბურთო ფედერაცია არ აპირებს, შეცვალოს პასუხისმგებლები მსაჯობაზე და ერთადერთი ცვლილება, რომელსაც გეგმავს ახლო მომავალში, თამაშგარის გამოვლენის ნახევრადავტომატური სისტემაა.