მადრიდის „რეალი“ ზაფხულის მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯრისას ორი მსხვილი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდულ კლუბს სურს თავის რიგებში იხილოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე და „დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი.
ფრანგის გარიგება შეიძლება 2021 წელს განხორციელდეს, ნორვეგიელის – 2022 წელს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის მბაპემ ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, სატრანსფერო ღირებულება კი 180 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
20 წლის ჰალანდის ანგარიშზე 14 მატჩში 17 გოლი და სამი პასი მოდის. ფეხბურთელს „დორტმუნდთან“ 2024 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი. ნორვეგიელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.